|
2022-05-04 11:47:56, 1104 ნახვა
სამართალი
პროკურატურის წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ ჯგუფურად ჩადენილი თაღლითობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო
საქართველოს პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ, ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავცელებს. უწყების ცნობით, საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით და სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მსჯავრდებულმა და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფმა უცხო ქვეყნის ორმა მოქალაქემ, ყალბი მინდობილობების საფუძველზე, საქართველოში მოქმედი, უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ დაფუძნებული ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილი, მცხეთის და კასპის რაიონებში მდებარე - დაახლოებით 500 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთები მოტყუებით გადააფორმეს მსჯავრდებულის ოჯახის წევრის სახელზე. საქმეზე გამოძიების დაწყებისთანავე, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ყადაღა დაედო დანაშაულებრივად მოპოვებულ მიწის ნაკვეთებს, რითაც მსჯავრდებულს და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ პირებს არ მიეცათ მისი განკარგვის შესაძლებლობა. ასევე, სასამართლოს განაჩენით, უცხო ქვეყნის მოქალაქეების კუთვნილ დაზარალებულ საწარმოს სრულად დაუბრუნდა თაღლითურად დაუფლებული 1 501 787 ლარის ღირებულების დაახლოებით, 500 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთები.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)