05:11 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-04 11:00:34, 1038 ნახვა

პოლიტიკა
მაია ბითაძე - არასწორია უკრაინის ხელისუფლების რიგი წარმომადგენლების დამოკიდებულება და შეურაცხმყოფელი განცხადებები

არასწორია უკრაინის ხელისუფლების რიგი წარმომადგენლების დამოკიდებულება და შეურაცხმყოფელი განცხადებები საქართველოს მოსახლეობის მიმართ იმ მდგომარეობაში, როდესაც საქართველოს ხელისუფლება მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ უკრაინის მხარდამჭერი იყოს ყველა პროცესში -  განაცხადა უმრავლესობის წევრმა მაია ბითაძემ ტვ „ჯორჯიან თაიმსის“ ეთერში.

როგორც მაია ბითაძემ განაცხადა, აქ არის საქართველოს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების ზეგავლენები, რომლებიც უკრაინაში აქტიურ თანამდებობებს იკავებენ.

„კიდევ ერთხელ მეძლევა საშუალება, გამოვხატო ჩემი, როგორც ერთი მოქალაქის  დიდი წუხილი იმ სიტუაციის გამო, რაც ხდება უკრაინაში. ასევე ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს გზა ჩვენ გავლილი გვაქვს, ამჟამადაც საომარ მდგომარეობაში ვართ, ცივი ომის მდგომარეობა გვაქვს, საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია. ვის, თუ არა ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, მათ შორის 2008 წელს თბილისის თავზე რას ნიშნავს რუსეთის სამხედრო თვითმფრინავების ფრენა და თბილისის შემოგარენის დაბომბვა. არ მინდა ამ პოლემიკაში შევიდე და გავამძაფრო საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლების რეპლიკები, რომელიც ჩვენი ქვეყნის მიმართ ისმის. ვფიქრობ, აქ ემოციური ფონიც არის, აქ არის ზეგავლენები ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების, რომლებიც იქ აქტიურ თანამდებობებს იკავებენ.  არ მინდა ზედმეტად ვისაუბრო იმ ქვეყნების ხელისუფლების წარმომადგენლებზე, რომლებიც ახლა აქტიურ ომში იმყოფებიან იმ ქვეყნის წინააღმდეგ, რომლებსაც ჩვენ ოკუპირებულები ვყავართ. 90-იანი წლებიდან რუსეთი მუდმივი სტრესისა და ომის მდგომარეობაში გვამყოფებს, ვინ, თუ არა ჩვენ, ყველაზე კარგად ვიცით“ - განაცხადა მაია ბითაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics