|
2022-05-03 17:18:09, 2015 ნახვა
ეკონომიკა
მაისის აქციები „ტოიოტა ცენტრი თეგეტაში“
„ტოიოტა ცენტრი თეგეტაში“ ფასდაკლებისა და საჩუქრების თვე დაიწყო. 3-31 მაისის ჩათვლით 20%-ით ნაკლებს გადაიხდით ზეთის, ფილტრისა და სამუხრუჭე ხუნდის შეძენისას. ასევე, საჩუქრად გადმოგეცემათ „ტოიოტა კომფორტის“ ერთწლიანი უფასო მომსახურება. რას გულისხმობს ფასდაკლების აქცია? იმისათვის, რომ ზეთი, ფილტრი და სამუხრუჭე ხუნდები ფასდაკლებით შეიძინოთ, „ტოიოტა ცენტრი თეგეტაში“ სერვისის მისაღებად წინასწარ უნდა ჩაეწეროთ. შემოთავაზება უკვე ძალაშია და მსურველებს ტოიოტას ავტორიზებულ სერვისცენტრში ელოდებიან. „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“, რომელიც იაპონური ბრენდის ოფიციალური დილერია, მომხმარებელს მხოლოდ ორიგინალ ნაწილებს სთავაზობს. ტოიოტას მაღალი სტანდარტების შესაბამისად, ხარისხისა და საიმედოობისთვის, ყოველი პროდუქტი დეტალურ შემოწმებასა და მკაცრ ტესტირებას გადის, რაც უსაფრთხოებისა და თქვენი ავტომობილის ხანგრძლივი ექსპლუატაციის წინაპირობაა. რას ნიშნავს „ტოიოტა კომფორტი“? ფასდაკლების ერთთვიან აქციასთან ერთად, იაპონური ბრენდის მომხმარებელი კომპანიისაგან საჩუქრად მიიღებს „ტოიოტა კომფორტის“ ულიმიტო მომსახურებას, რომლის მოქმედების ვადაც ერთი წელია. ამ პერიოდის განმავლობაში მომხმარებელი შეძლებს, უფასოდ ისარგებლოს პერსონალური მენეჯერის მომსახურებით. პროცედურა მარტივია: რეკავთ სერვისცენტრში და ატყობინებთ საჭირო მომსახურების შესახებ. ავტომობილს პერსონალური მენეჯერი თქვენთვის სასურველ ადგილას მოაკითხავს და სერვისში გადაიყვანს, სადაც პროფესიონალი ტექნიკოსები მას თქვენთან შეთანხმებით შეაკეთებენ. „ტოიოტა კომფორტის“ ფარგლებში, მანქანას ისევ თქვენთვის მოსახერხებელ მისამართზე მოგიყვანენ. აქციებით სარგებლობისათვის, ვიზიტი შეგიძლიათ წინასწარ, თქვენთვის ხელსაყრელ დროს დაჯავშნოთ. --- ,,თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია ,,ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. კომპანია მონობრენდულია და მისი მომსახურება სრულიად ტოიოტას ბრენდის ავტომობილებზეა ფოკუსირებული. ამ ეტაპზე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ტოიოტას უახლესი მოდელების ავტომობილებს, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და მომსახურებას. სერვისი აღჭურვილია უახლესი ავტორიზებული პროგრამებითა და კვალიფიციური პერსონალით.
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
რუტემ სამხედრო შესყიდვებისთვის ნატოს „ერთიანი ფანჯრის“ შექმნის შესახებ განაცხადა
„ბლუმბერგი“: ევროპა არ ელის, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს ან უკრაინას დახმარებას გაუწევს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)