17:03 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-03 15:33:11, 1103 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს რკინიგზა - ტელეკომპანია „მთავარის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია გადაუმოწმებელი და მცდარია

საქართველოს რკინიგზა ტელეკომპანია „მთავარზე“ გასულ სიუჟეტს ეხმიანება და აცხადებს,რომ ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია გადაუმოწმებელი და მცდარია.
 
კომპანია აღნიშნავს, რომ კადრებში ნაჩვენები სატვირთო ვაგონები საქართველოს რკინიგზის საკუთრებაში არ არის. 

 „ეს არის ყაზახური კომპანიის ტვირთი (მაზუთი), რომელიც ჩატვირთულია საკუთარ ვაგონებში. განმარტებისთვის ,,საკუთარი“ ვაგონი ნიშნავს რომელიმე კერძო კომპანიის საკუთრებაში რეგისტრირებულ ვაგონს. ხშირ შემთხვევაში, ასეთ ვაგონებს სწორედ ყაზახეთი იყენებს, რომელიც ტვირთს აგზავნის ევროპის მიმართულებით, საქართველო კი არის სატრანზიტო ქვეყანა. ტვირთი მიდის ბათუმის პორტში, საიდანაც გადაიტვირთება გემში და იგზავნება ევროპაში,“- ვკითხულობთ საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელევულ განცხადებაში. 

საქართველოს რკინიგზის განცხადებით,  რაიმე სახის სანქცირებული ტვირთის, მით უფრო სანქცირებული პირების კუთვნილი ტვირთის გატარება საქართველოს დერეფანში არ მომხდარა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სუს-მა ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო
მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს
ბათუმში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათამდე ადამიანი დაშავდა
Wall Street Journal: ბაჰრეინმა და ქუვეითმა ირანზე ფარულად დარტყმები განახორციელეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics