17:54 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-03 14:35:27, 2074 ნახვა

საზოგადოება
RSF - 2022 წელს საქართველოში პრესის თავისუფლების ინდექსი მკვეთრად გაურესდა

2022 წელს საქართველოში, გასულ წელთან შედარებით, პრესის თავისუფლების ინდექსი მკვეთრად გაურესდა. შედეგებს საერთაშორისო ორგანიზაცია რეპორტიორები საზღვრებს გარეშე აქვეყნებს.

შედეგების თანახმად, 180 ქვეყანას შორის საქართველო 59.3 ქულით 89-ე ადგილზეა. გასულ წელს საქართველო 71.36 ქულით მე-60 ადგილს იკავებდა.

"2021 წლის ივლისში, ჰომოფობიური დემონსტრაციების დროს პოლიციის თვალწინ 50 ჟურნალისტზე სასტიკი თავდასხმა უპრეცედენტო უკუსვლა იყო. საქმის გამოძიებაში პროგრესის არარსებობა იმ დაუსჯელობის შესახებ მეტყველებს, რომლითაც ჟურნალისტების მიმართ დანაშაულის ჩამდენი პირები სარგებლობენ", - წერია ანგარიშში.

2022 წლის პრესის თავისუფლების ინდექსით, კავკასიის რეგიონში, სომხეთი ლიდერობს. მედიის თავისუფლების კუთხით პირველ ადგილს ნორვეგია იკავებს, .ბოლო ადგილზეა - ჩრდილოეთ კორეა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სუს-მა ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო
მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს
ბათუმში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათამდე ადამიანი დაშავდა
Wall Street Journal: ბაჰრეინმა და ქუვეითმა ირანზე ფარულად დარტყმები განახორციელეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics