|
2022-05-02 11:18:35, 1338 ნახვა
მსოფლიო
ზელანდიამ რუსეთის ფედერაციის საბჭოს 170 წევრსა და თავდაცვის სექტორის კომპანიებს სანქციები დაუწესა
ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნანაია მაჰუტამ რუსი პოლიტიკოსებისა და თავდაცვის სტრუქტურების წინააღმდეგ, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ ომს მხარს უჭერენ სანქციების ახალი პაკეტი დაუწესა. ამრიგად, ახალი ზელანდიის მთავრობამ სანქციები დაუწესა რუსეთის ფედერაციის საბჭოს 170 წევრს, თავდაცვის სექტორის 6 კომპანია და რამდენიმე ორგანიზაცია მოექცა, - ამის შესახებ ინფორმაციას ახალი ზელანდიის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. „ამ სანქციებით ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს განზრახვას, გავაგრძელოთ რუსეთის შეჭრაზე პასუხისმგებელი პირების დევნა, რადგან პუტინის ომის მანქანა აგრძელებს თავის უკანონო თავდასხმებს. შესაბამისად რაც უფრო მეტი სისასტიკე ხდება ცნობილი, მით ნეტად ვრწუმდებით, რომ გვსურს დამნაშავეების დასჯას“, - აღნიშნა საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა. გარდა ამისა, ახალი ზელანდიის ხელისუფლებამ ასევე გააფართოვა და გაამკაცრა აკრძალვების სრული პაკეტი 400-ზე მეტ ადამიანზე, რომლებიც უკვე იმყოფებოდნენ სანქციების ქვეშ. ნანაია მაჰუტას თქმით, ეს კიდევ უფრო გაამკაცრებს საქციებს მათზე, ვისზეც ისინი უკვე დაწესებული იყო, რათა რუსეთს ახალ ზელანდიაში მუშაობაში ხელი შეუშალოს. ამასთან ერთად ახალი ზელანდია არ დაუშვებს იმ ფაქტს, რომ გახდეს ფინანსური თავშესაფარი უკრაინაში რუსეთის უკანონო ქმედებებში მონაწილეთათვის. შეგახსენებთ, რომ მანამდე ახალმა ზელანდიამუ სანქციები უკვე დაუწესა 13 ფიზიკურ პირს, მათ შორის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და რუსეთის უშიშროების საბჭოს 12 წევრს, 1 ბანკსა და 18 სხვა ორგანიზაციას. აღნიშნული სანქციები გულისხმობს მათთან თანამშრომლობის აკრძალვას, აქტივების გაყინვას და გემებისა და თვითმფრინავების ქვეყანაში შესვლის აკრძალვას. გარდა ამისა, ახალმა ზელანდიამ აკრძალა კიდევ 364 პოლიტიკოსისა და სამხედრო მოსამსახურის ქვეყანაში შესვლა.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)