|
2022-05-01 10:59:58, 1548 ნახვა
ომი უკრაინაში
დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინა ჩინეთს სთავაზობს, უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტორი გახდეს
უკრაინა ჩინეთს სთავაზობს, უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტორი გახდეს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრო კულებამ ჩინეთის სახელმწიფო სააგენტო Xinhua-სთან ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, კიევი ჩინეთს სთავაზობს, გახდეს ქვეყნის უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტი ომისშემდგომი უსაფრთხოების სისტემაში, რომელიც უკრაინის სასარგებლოდ იმუშავეს. „უკრაინა ამჟამად სწავლობს გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრებისგან, მათ შორის ჩინეთისა და სხვა დიდი სახელმწიფოებისგან უსაფრთხოების გარანტიების მიღების შესაძლებლობას. ჩვენი შეთავაზება ჩინეთს, გახდეს უკრაინის უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტი, რაც ჩვენი პატივისცემისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისადმი ნდობის ნიშანია“, - განაცხადა მან. კულებამ ასევე იმედი გამოთქვა, რომ ჩინეთი აქტიურად მოუწოდებს რუსეთს ცეცხლისა და საომარი მოქმედებების შეწყვეტისკენ. „ეს იქნება მნიშვნელოვანი ღონისძიება მშვიდობის შესანარჩუნებლად და შემდგომი ჰუმანიტარული კატასტროფების თავიდან ასაცილებლად“, - დასძინა მან. შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ადრე განაცხადა, რომ უკრაინისა და რუსეთის ფედერაციის მოლაპარაკებების შედეგების შემდეგ შეიძლება გაფორმდეს ორი დოკუმენტი: უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ და უშუალოდ კიევსა და მოსკოვს შორის შეთანხმება.
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)