18:47 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-29 12:21:42, 995 ნახვა

საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ესტონეთის გარემოსდაცვით ბორდს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოსსა და ესტონეთის გარემოსდაცვითი ბორდის (დაცული ტერიტორიების მმართველი ორგანო ესტონეთში) თანამშრომლობის ფარგლებში, ესტონეთის დედაქალაქ ტალინში, სამუშაო ვიზიტით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე დავით იოსებაშვილი და თავმჯდომარის მოადგილე თამარ ხახიშვილი იმყოფებიან. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

 უწყების ცნობით, ლაჰემას ეროვნულ პარკში გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც ორი ქვეყნის საუკეთესო გამოცდილების, ცოდნისა და ინფორმაციის გაზიარებას, ერთობლივი პროექტებისა და აქტივობების განხორციელებას ითვალისწინებს, რაც მიმართული იქნება დაცული ტერიტორიების მართვის გაუმჯობესებისკენ. მემორანდუმს ხელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ, დავით იოსებაშვილმა, ესტონეთის გარემოს დაცვის სამინისტროს გენერალური მდივნის მოადგილემ, მარკუ ლამპმა და გარემოსდაცვითი ბორდის გენერალურმა დირექტორმა, რაინერ ვაკრამ მოაწერეს. 

აღსანიშნავია, რომ ესტონეთში, ლაჰემას ეროვნულ პარკში საქართველოს ეროვნული პარკების ფოტოგამოფენა გაიხსნა, რაც არის უნიკალური შესაძლებლობა, მსოფლიო მასშტაბით საქართველოს უნიკალური ბუნების პოპულარიზაცია მოხდეს. 

ლაჰემას ეროვნული პარკი ესტონეთში პირველი ეროვნული პარკია, დიდი პოპულარობით სარგებლობს ვიზიტორებს შორის და ერთ-ერთ უმთავრეს ტურისტულ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics