|
2022-04-27 17:22:01, 1553 ნახვა
საზოგადოება
დონაცია საქართველოში მყოფი უკრაინელების მხარდასაჭერად
„თიბისი“ აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას სხვადასხვა მიმართულებით. ამჯერად, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად გახსნილ საქველმოქმედო ანგარიშზე შეგროვილ თანხას „თიბისი“ საქართველოში ჩამოსული უკრაინელების მხარდაჭერისაკენ მიმართავს. დღეიდან, ფონდის ანგარიშზე მოქალაქეებისა და კომპანიების მიერ ჩარიცხული თანხა საქართველოში მყოფი უკრაინელი ხალხის ფინანსურ, ფსიქოლოგიურ, ლოგისტიკურ და სხვა სახის გადაუდებელ საჭიროებებს მოხმარდება. თითოეული მოქალაქის და ორგანიზაციის მიერ „თიბისის“ საქველმოქმედო ანგარიშზე განხორციელებული დონაცია ეტაპობრივად გადაირიცხება საქართველოში მოქმედი იმ ორგანიზაციების ანგარიშებზე, რომლებიც ორგანიზაციის პროფილიდან გამომდინარე, უკრაინელი ხალხის დახმარებას და მათი სხვადასხვა საჭიროებით უზრუნველყოფას ყველაზე ეფექტიანად შეძლებენ. უკრაინელების მხარდასაჭერად, „თიბისიმ“ საქველმოქმედო ანგარიში უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე გახსნა და ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა მისცა, მისთვის სასურველი თანხა უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ჩაერიცხა და გამხდარიყო ქველმოქმედების მონაწილე. გუნდის სახელით, „თიბისიმ“ ფონდში 200 000 ლარი ჩარიცხა. ინიციატივას არაერთი მოქალაქე და კომპანია შემოუერთდა. ერთობლივი ძალისხმევით, უკრაინის დასახმარებლად 1.7 მილიონ ლარზე მეტი შეგროვდა. თანხა სრულად გადაირიცხა უკრაინის ეროვნული ბანკის ოფიციალურ საქველმოქმედო ანგარიშზე.
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)