18:47 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-27 11:20:21, 1247 ნახვა

საზოგადოება
„კანის ლომებზე“ მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყო

„თიბისის“ მხარდაჭერით, უკვე მეშვიდე წელია, საქართველოში კრეატიული ინდუსტრიის ყველაზე დიდი საერთაშორისო ფესტივალი Young Lions Georgia იმართება. კონკურსი მიზნად ისახავს, კრეატიული ინდუსტრიისა და ახალი თაობის მხარდაჭერას. თიბისისთვის მნიშვნელოვანია, მონაწილეებმა ახალი აღმოჩენები გააკეთონ და მათმა ნამუშევრებმა ფესტივალს გარეთაც გააგრძელონ ცხოვრება.

„კანის ლომების“ ახალგაზრდულ კონკურსზე მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყო. ფესტივალში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველ წყვილს, რომელიც  30 წლამდე ასაკისაა და მარკეტინგის, კომუნიკაციის და კრეატიულ სფეროში საქმიანობს.  წელს, მონაწილეებს რეგისტრაცია  4 კატეგორიაში შეუძლიათ:

- პრინტი / ბეჭდური რეკლამა

- ფილმი / 1 წუთიანი ვიდეო რეკლამა

- დჯიტალი // ციფრული კამპანიის დაგეგმვა 

- მარკეტერი /მარკეტერების კონკურსი

Cannes Lions International Festival of Creativity 1954 წლიდან არსებობს და ყოველწლიურად ტარდება საფრანგეთში, ქალაქ კანში. „კანის ახალგაზრდა ლომების“ კონკურსი კანის კრეატივის საერთაშორისო ფესტივალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. კონკურსი ივნისის თვეში ტარდება, სადაც 30 წლამდელ რჩეულ ახალგაზრდებს შესაძლებლობა ეძლევათ, თავიანთი ქვეყნის სახელით მსოფლიოს პირველობა დაუმტკიცონ.

თბილისში კონკურსის ორგანიზატორთა ბრიფინგი 29 აპრილს გაიმართება, ხოლო გამარჯვებული გუნდების დაჯილდოების ცერემონიას 6 მაისს, თიბისი კონცეფტის სივრცე უმასპინძლებს. 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics