|
2022-04-26 21:32:40, 1742 ნახვა
საზოგადოება
საცხოვრებელი ფართები 13 000 დევნილ ოჯახს და სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის გაზრდილი დახმარება
„პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 2024 წლის ბოლომდე, 13 000 დევნილი ოჯახი სრულად დაკმაყოფილდება საცხოვრებელი ფართით“, - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში. ზურაბ აზარაშვილის თქმით, დაახლოებით, 6 000 დევნილი ოჯახი ჩაერთვება პროგრამაში „სოფლად სახლი“. პროექტის ფარგლებში, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, ბენეფიციარები თავად შეარჩევენ სახლებს, რომლებსაც დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო შეუსყიდის. „დანარჩენი 7000-მდე დევნილი ოჯახისთვის, საქართველოს 5 ქალაქში, აშენდება საცხოვრებელი ბინები. პროექტის საერთო ბიუჯეტი 700 მილიონ ლარზე მეტია. მშენებლობები უახლოეს მომავალში დაიწყება და 2024 წლის ბოლომდე ეს ოჯახებიც სრულად დაკმაყოფილებულები იქნებიან საცხოვრებელი ფართებით“, - აღნიშნა მინისტრმა. ზურაბ აზარაშვილმა პრემიერ-მინისტრის კიდევ ერთ ინიციატივაზე, სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის გაზრდილ დახმარებაზე ისაუბრა. მისი თქმით, 2023 წლის იანვრამდე, ეს თანხა, ეტაპობრივად, 200 ლარამდე გაიზრდება. აღსანიშნავია, რომ სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება, პირველად, 2021 წელს, 50-დან 100 ლარამდე გაიზარდა. მიმდინარე წლის ივნისში, მას კიდევ 50 ლარი დაემატება და 150 ლარი გახდება. 2023 წლის იანვრიდან კი 200 ლარი იქნება. „ვფიქრობთ, ეს არის ის მინიმუმი, რომლითაც ბავშვები უზრუნველყოფილი იქნებიან კვებითა და საცხოვრებელი პირობებით. საერთო ჯამში, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარებისთვის, ბიუჯეტიდან, 500 მილიონი ლარი გამოიყოფა“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)