18:39 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-21 18:42:31, 1742 ნახვა

ომი უკრაინაში
ბაიდენი - უკრაინის დახმარების ახალ პაკეტში იქნება მძიმე არტილერია და დრონები

უკრაინას ახლა ჩვენი დახმარება სჭირდება და ჩვენ დამატებით სამხედრო დახმარების პაკეტს მივაწვდით - ამის შესახებ,  ინფორმაციას აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენი ავრცელებს.

მისივე თქმით, ახალ პაკეტში იქნება მძიმე არტილერია და დრონები.

"დღეს დამატებით 800 მილიონის დახმარების პაკეტს ვაწერ ხელს. ამაში შედის სხვადასხვა ტიპის შეიარაღება, რომელიც უკრაინელი ხალხისთვის იქნება განკუთვნილი. მათ შორის, ტექნიკური დრონები. გასული თვეების განმავლობაში ჩვენ რეკორდული სისწრაფით გავაგზავნეთ შეიარაღება უკრაინაში, მათ შორის, NATO-სთან თავსებადი სხვადასხვა ტიპის  შეიარაღება", - თქვა ბაიდენმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის აგრესიულ ქმედებებს არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა. მათ შორის ქალებისა და ბავშვების. ამ ყველაფერს კი ევროპისა და აშშ-ს მხრიდან რუსეთის მიმართებით სერიოზული სანქციები მოჰყვა. პირველად სანქცირებულ პირებს შორის პუტინი და მასთან დაახლოებული პირები მოხვდნენ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის პრეზიდენტმა ანკარაში ზელენსკისთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ პუტინთან საუბარს აპირებს
ქეთევან თოიძემ Tashkent International Investment Forum-ზე გალტ & თაგარტის გამოცდილება გააზიარა
ტრამპი: აშშ ირანზე ახალი დარტყმებისთვის ემზადება
ტრამპი: აშშ უკრაინას Patriot-ის სისტემებისა და რაკეტების წარმოების ლიცენზიას მისცემს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics