09:04 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-21 15:00:47, 1123 ნახვა

პოლიტიკა
მეუფე ნიკოლოზი - ვლოცულობთ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის, ჩვენ მხოლოდ ამის გაკეთება შეგვიძლია

მე ხშირად მივდივარ მასთან მოსანახულებლად, მაგრამ ჩვენზე არ არის დამოკიდებული, ჩვენ მხოლოდ მისი ჯანმრთელობისთვის ლოცვა შეგვიძლია, - ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

მეუფეს თქმით, პოლიტიკური განცხადებების გაკეთებას აზრი არ აქვს, თუმცა ტელევიზიიდანაც ჩანდა რომ ექსპრეზიდენტი თავს კარგად არ გრძნობს. 

"ჩვენ ვლოცულობთ ბატონი მიხეილ სააკაშვილისთვის. მე ხშირად მივდივარ მასთან მოსანახულებლად და ჩვენზე არ არის დამოკიდებული, ჩვენ მხოლოდ მისი ჯანმრთელობისთვის ლოცვა შეგვიძლია. რაც არ უნდა პოლიტიკური განცხადებები ვაკეთოთ, არ არის სწორი, არც აზრი აქვს. ტელევიზიით ყველამ ვნახეთ, რომ თავს კარგად ვერ გრძნობს, ალბათ მოვინახულებ კიდე", - განაცხადა მეუფე ნიკოლოზი.

ცნობისთვის, გუშინ, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას ცუდად გახდა. ექსპრეზიდენტმა სიტყვის წარმოთქმისას ექიმის დახმარება ითხოვა, რის შემდეგაც დარბაზიდან გაიყვანეს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics