20:39 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-20 12:15:57, 1227 ნახვა

საზოგადოება
გლდანულაში, N7–7ა საცხოვრებელ კორპუსებთან სკვერი რეაბილიტირდება

გლდანულაში, N7-7ა საცხოვრებელ კორპუსებთან არსებულ სკვერს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, აღნიშნულ მისამართზე გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კონსტანტინე ზარნაძესთან ერთად იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდა, სკვერის პროექტი გააცნო და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.ასევე, მათთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა, რომლის ფარგლებშიც, მოსახლეობა პროექტის მიმდინარეობისას და მისი დასრულების შემდეგ, სკვერის გაფრთხილებასა და მოვლა-პატრონობაში ჩაერთვება.

„აღნიშნულ ტერიტორიაზე დაახლოებით, 1 800 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე გამგეობის მიერ რეკრეაციული სივრცე რეაბილიტირდება.პროექტის შედეგად, მოეწყობა ბავშვთა გასართობი ზონები, მოსასვენებელი პავილიონი. დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემა. განთავსდება ღია სივრცის ტენისის მაგიდა, ასევე, სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა. ტერიტორიაზე ჩატარდება გამწვანების სამუშაოებიც,''-ვკითხულობთ განცხადებაში.

მსგავსი მემორანდუმების მიზანი, გამგეობის მიერ დაგეგმილ პროექტებში მოსახლეობის აქტიური ჩართულობაა. მემორანდუმი ასევე, ემსახურება ცნობიერების ამაღლებას, ვანდალიზმის ფაქტების შემცირებასა და ადგილობრივი მცხოვრებლებისგან შემდგარი საინიციატივო ჯგუფის მხრიდან რეკრეაციული სივრცეების მოვლა-პატრონობაში ჩართულობას.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics