|
2022-04-18 11:25:02, 825 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი - პირველი ივნისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება 150 ლარი გახდება
ერთი წლის წინ, გახსოვთ, რომ ჩემი გადაწყვეტილებით, სოციალურად დაუცველ ბავშვებს დახმარება გავუორმაგეთ, მანამდე იყო 50 ლარი და გახდა 100 ლარი. დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული დახმარება გახდეს 150 ლარი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ამ მიმართულებით 341 მლნ ლარი იქნება წელს ჯამური ბიუჯეტი და ეს დახმარება გაგრძელდება მომავალ წელსაც. „დღეს მინდა ჩვენს საზოგადოებას რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე ვაცნობო, ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების თაობაზე. მინდა საუბარი დავიწყო ბავშვთა უფლებების დაცვით. მოგეხსენებათ, რომ მათზე ზრუნვა და მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი მოვალეობაა და ამ მიმართულებით არაერთი ნაბიჯი გადავდგით. ერთი წლის წინ, გახსოვთ, რომ ჩემი გადაწყვეტილებით, სოციალურად დაუცველ ბავშვებს დახმარება გავუორმაგეთ, მანამდე იყო 50 ლარი და გახდა 100 ლარი. დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული დახმარება გახდეს 150 ლარი. თითო ბავშვზე აღნიშნული დახმარება შეადგენს 150 ლარს, პირველი ივნისიდან. ამ მიმართულებით 341 მლნ ლარი იქნება წელს ჯამური ბიუჯეტი. ასევე ეს დახმარება გაგრძელდება მომავალ წელსაც და ჩვენი გადაწყვეტილებაა, რომ აღნიშნული გაგრძელდეს ყოველ წელს, იმიტომ, რომ ბავშვებზე ზრუნვა ეს არის ჩვენი პირდაპირი მოვალეობა. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას გვაღელვებს სოციალურად დაუცველი ადამიანების მდგომარეობა. აღნიშნული გადაწყვეტილება შეეხება 215 000-ზე მეტ ბავშვს. ასევე იცით, რომ ჩვენ ვგეგმავთ სხვა დახმარების გაცემას და გაზრდას, მათ შორის, სხვა პროგრამების დაწყებას, რომელიც შეეხება სოციალურად დაუცველ ადამიანებს, როგორიც არის, მაგალითად დასაქმების პროგრამა და სხვა. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ და დავეხმაროთ სოციალურად დაუცველ ადამიანებს. ეს მიზნობრივი დახმარება, სწორედ ამ მიზნით და მიმართულებით არის გაკეთებული", - აღნიშნა პრემიერმა.
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)