22:39 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-15 13:36:47, 1226 ნახვა

საზოგადოება
აჭარაში დამწყები გიდებისთვის ტრენინგები იწყება

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი დამწყები გიდებისთვის ტრენინგ-კურსს ამზადებს. "გიდის პროფესია, ქალაქი ბათუმი და მისი შემოგარენი“ - ასე ჰქვია ტრენინგების სერიას, რომელსაც გიდის პროფესიის დაუფლების მსურველები ორი თვის განმავლობაში დაესწრებიან. - ამის შესახებ ინფორამაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ტურიზმის განვითარების მოკლე ისტორია, საქართველოში განვითარებული ტურიზმის სახეობები, ექსკურსიამცოდნეობა,

"პროფესია გიდი,  ტურის დაგეგმვა, გიდისთვის საჭირო დაწესებულება/ორგანიზაციები და ინტერნეტ რესურსები - იმ საკითხებს შორისაა, რომელსაც გიდები თეორიულ-პრაქტიკული კურსისას გაივლიან.  ისინი ასევე გაეცნობიან გიდის ფსიქოლოგიას, ქალაქის განაშენიანებას და არქიტექტურას, ქალაქ ბათუმის ტურისტულ მარშრუტებსა და პირველადი დახმარების საშუალებებს.

ტრენინგებზე დასწრების მსურველები აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა წინასწარი გასაუბრების საფუძველზე შეარჩია. ისინი ორ ჯგუფად გადანაწილდებიან და აპრილის ბოლოდან დაიწყებენ გიდის პროფესიის დაუფლებას. რეგიონში გიდის პროფესიის განვითარებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტრენინგებსა და სემინარებს ბოლო წლებია აქტიურად ატარებს. მათში მონაწილეობა მსურველებს უფასოდ შეუძლიათ." - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზუგდიდში სამხედრო მოსამსახურეს ეძებენ
სალომე ზურაბიშვილი- რეჟიმი ქვეყანას ვერ მართავს, მგონი რუსეთში გაიქცნენ
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics