|
2022-04-13 17:39:39, 1220 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის საგარეო - გენოციდთან დაკავშირებით მაკრონის პოზიცია გულდასაწყვეტია
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედგაცრუებულია, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ვერ გაბედა უკრაინაში რუსეთის დანაშაულებები გენოციდი ეწოდებინა. - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა. „რუსეთის ხელმძღვანელობის გულწრფელი განცხადებებისა და რუსი სამხედროების დანაშაულებრივი ქმედებების შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის სურვილის უქონლობა უკრაინელების გენოციდის აღიარების შესახებ გულდასაწყვეტია“, - აღნიშნა ოლეგ ნიკოლენკომ. პრესმდივნის თქმით, უკრაინა და რუსეთი ობიექტური მიზეზების გამოისტორიულად ახლოს არიან, მაგრამ რუსეთისა და უკრაინის ორი მოძმე ხალხის მითის ნგრევა დაიწყო ყირიმის ოკუპაციისა და 2014 წელს დონბასში განხორციელებული აგრესიის შემდეგ. მისივე თქმით, 2014 წელს რუსი „ძმები“ ვითომ რუსულენოვანი მოსახლეობის დასაცავად მოვიდნენ, მაგრამ რვა წელიწადში 14000 უკრაინელი მოკლეს. ეს მითი კი საბოლოოდ თებერვალში დაიმსხვრა, როდესაც უკრაინის ქალაქებში რუსული რაკეტები გაუშვეს. „ძმური“ ქვეყნები არ კლავენ ბავშვებს, არ ესვრიან მშვიდობიან მოსახლეობას, არ აუპატიურებენ ქალებს, არ ასახიჩრებენ მოხუცებს და არ ანგრევენ სხვა „მოძმე“ ერების სახლებს. ყველაზე სასტიკი მტრებიც კი არ მიმართავენ სისასტიკეს დაუცველ ადამიანებზე“. - განაცხადა ოლეგ ნიკოლენკომ. შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უარი თქვა უკრაინაში რუსული ქმედებების „გენოციდად“ შეფასებაზე. მაკრონის განცხადებით „დღეს ტერმინი გენოციდის გამოყენებასთან ფრთხილად იქნება, რადგან ეს ორი ხალხი [რუსები და უკრაინელები] ძმები არიან.”
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)