|
2022-04-13 11:30:00, 1045 ნახვა
სამართალი
პოლიციამ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 2 პირი დააკავა, 3 პირს ბრალი დაუსწრებლად, ხოლო 1 პირს - პენიტენციურ დაწესებულებაში წარედგინა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული აქტიური კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, „ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერისთვის 1995 წელს დაბადებული გ.ყ. და 1990 წელს დაბადებული ლ.მ. დააკავეს. დაუსწრებლად წარედგინათ ბრალი 1983 წელს დაბადებულ ლ.ჩ.-ს - „კანონიერი ქურდობისთვის“, 1988 წელს დაბადებულ ზ.ხ.-ს - „ქურდული სამყაროს წევრობისთვის“, ხოლო 1989 წელს დაბადებულ გ.ხ.-ს - „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის ან კანონიერი ქურდისთვის მიმართვისთვის. რაც შეეხება 1983 წელს დაბადებულ დ.ჯ.-ს, მას ბრალი „ქურდული სამყაროს წევრობისთვის“ პენიტენციურ დაწესებულებაში წარედგინა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებისთვის ცნობილი გახდა მოქალაქე დ.უ.-ს მიერ ერთ-ერთ ონლაინკაზინოში 216 963 ლარის მოგების შესახებ. მათ, სარგებლის მიღების მიზნით, ე.წ. ქურდული გარჩევა მოაწყვეს. „ქურდული სამყაროს" წევრი დ.ჯ. დაუკავშირდა საზღვარგარეთ მყოფ, „ქურდული სამყაროს“ წევრ ზ. ხ.-ს და „კანონიერ ქურდ“ ლ.ჩ.-ს, რომელმაც გადაწყვიტა, რომ დ.უ.-ს ონლაინკაზინოში მოგებული თანხის ნაწილი მისი მითითების გარეშე არ უნდა განეკარგა. ამის შემდეგ, დ.უ.-ს „ქურდული სამყაროს“ მხარდამჭერებმა - ლ.მ.-მ და გ.ყ.-მ „კანონიერი ქურდის“ მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების აუცილებლობა დაუდასტურეს და მას მფარველობას დაჰპირდნენ, რითაც მხარი დაუჭირეს „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებას. დანაშაულები 7- დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „ქურდული სამყაროს“ წევრობის, "კანონიერი ქურდობის", „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, 223-ე მე-3 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით და 223-ე მე-4 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)