|
2022-04-11 14:58:22, 1099 ნახვა
საზოგადოება
ფინანსთა მინისტრი - ქოლცენტრების საქმიანობასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები შემუშავების ეტაპზეა და უახლოეს პერიოდში საქართველოს მთავრობას განსახილველად წარედგინება
ქოლცენტრების საქმიანობასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები შემუშავების ეტაპზეა და უახლოეს პერიოდში საქართველოს მთავრობას განსახილველად წარედგინება, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ქვეყანაში ლეგალურად მოქმედებს ბევრი ქოლცენტრი, რომელიც ემსახურება საერთაშორისო, დიდ კომპანიებს. ამავე დროს, გამოიკვეთა ქოლცენტრებიც, რომლებიც არალეგალურ საქმიანობას ეწეოდნენ. „ქვეყანაში მოქმედებს ბევრი ქოლცენტრი, რომელიც ლეგალურად საქმიანობს და სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიას ემსახურება. მათ შორის არიან Amazon-ი და სხვა კომპანიები, თუმცა, ასევე, გამოიკვეთა ქოლცენტრებიც, რომლებიც შესაძლოა კანონდარღვევით მუშაობდნენ. ამ მიმართულებით არსებული სისხლის სამართლის საქმეების ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება. ამ ეტაპზე, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შესულია 46 ქოლცენტრში, სადაც იკვეთება, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს არალეგალურ საქმიანობას. აღნიშნულ ქოლცენტრებს, ბუნებრივია, შეჩერებული აქვთ საქმიანობა. გარდა ამისა, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები და საგადასახადო შემოწმებები", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)