03:09 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-08 17:59:54, 1806 ნახვა

რეგიონი
ვახტანგ მაისურაძემ ფარმაცევტულ კომპანიებთან მემორანდუმები გააფორმა

შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში რეგიონის მუნიციპალიტეტებსა და ფარმაცევტულ კომპანიებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. - ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ჩართულობით კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ ფარმაცევტულ კომპანიებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის მიზნია  კასპის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფის კუთხით დასაფინანსებელ ბენეფიციართა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა და დახმარების მიმღებთათვის მედიკამენტების მიწოდების ყოველდღიური შეღავათიანი ტარიფებით უზრუნველყოფა. 

მედიკამენტებს სააფთიაქო ქსელში შეღავათიანი ტარიფებით შეიძენენ კასპის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეები, რომლებიც სარგებლობენ მერიის სოციალური პროგრამის დახმარებით.

 საქართველოს მთავრობისთვის, როგორც ცენტრალური ხელისუფლების, ასევე  ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის,  მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვაზე ზრუნვა პრიორიტეტია  და  მემორანდუმიც ამ მიზანს ემსახურება. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მოქალაქეები მემორანდუმის ფარგლებში შეძლებენ შეღავათიანი ფარმაცევტული სერვისის მიღებას, რაც მათ ჯანმრთელობის გაუმჯობესების საშუალებას მისცემს." - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics