|
2022-04-07 21:48:33, 1121 ნახვა
პოლიტიკა
თქვენ ვერ გაიგებთ რა გრძნობაა, როცა ბუჩას სურათებს უყურებთ, როცა რუსი ჯარისკაცები ბავშვებს აუპატიურებენ- კულება ნატოს
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალის შემდეგ, ჟურნალისტების მძიმე კითხვებს უპასუხა. მათ შორის მან პასუხი გასცა კითხვას, რას ფიქრობს იმაზე, რომ რუს ტყვეებს აწამებენ. "ვიდეო, რომელშიც, თითქოს, უკრაინელი ჯარისკაცები დატყვევებულ რუს სამხედროებს ხვრიტავენ, არ მინახავს, თუმცა მსმენია. მინდა, დაგარწმუნოთ, რომ უკრაინელი ჯარისკაცები ომის კანონებს იცავენ. შესაძლოა, იყოს ცალკეული შემთხვევები ამ წესების დარღვევის, რომლებიც აუცილებლად იქნება გამოძიებული. ამავე დროს, მე უნდა შევამოწმო ამ ვიდეოს გადაღების თარიღი, იმიტომ, რომ თქვენ უნდა გესმოდეთ ერთი რამ, თუმცა არა, თქვენ ამას ვერ გაიგებთ., თქვენ ვერ გაიგებთ რა გრძნობაა, როცა ბუჩას სურათებს უყურებთ... როდესაც უსმენ ადამიანს, რომელიც გიყვება, როგორ აუპატიურებდნენ 4 დღის განმავლობაში და კიევში რომ ჩამოაღწია, ფსიქიატრიულში წაიყვანეს, თქვენ ვერ გაიგებთ, რას ნიშნავს, როცა რუსი ჯარისკაცები ბავშვებს აუპატიურებენ. ეს არ არის გასასამართლებელი საბუთი მათთვის, ვინც ომის კანონს არღვევს, უბრალოდ არის რაღაცები, რასაც თქვენ ვერ გაიგებთ",- ამბობს კულება.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)