03:09 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-07 11:23:32, 1382 ნახვა

რეგიონი
იმერეთის, გურიის და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში, სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარებს ლურჯი მოცვის წარმოების აგროტექნოლოგიის საკითხებზე სწავლება ჩაუტარდათ

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამის „ფერმერი ფერმერისთვის“ (F2F) მხარდაჭერით გამართული ორდღიანი ტრენინგი  ამერიკის შეერთებული შტატებიდან მოწვეულმა საერთაშორისო ექსპერტმა, ნინო ადამსმა ჩაატარა. - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

"თეორიული და პრაქტიკული სწავლება  მოიცავდა ლურჯი მოცვის წარმოების თანამედროვე აგროტექნოლოგიურ ღონისძიებებს, რაც  გულისხმობს ბაღის მართვას,  სხვლა/ფორმირებისა და მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლის მეთოდებს, წამლობის სქემებსა  და  მიღებული მოსავლის შენახვის ტექნოლოგიებს.

მიმდინარე წელს, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამის „ფერმერი ფერმერისთვის“ (F2F) მხარდაჭერით, ლურჯი მოცვის წარმოების საკითხებზე სწავლება 100-მდე ფერმერს ჩაუტარდება." - აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

 

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics