|
2022-04-06 20:18:21, 1816 ნახვა
პოლიტიკა
საგარეო კულებას განცხადებაზე - მსგავსი ტიპის განცხადებები ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებს აზარალებს
საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ლაშა დარსალია უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებას ეხმაურება და ამბობს, რომ მსგავსი ტიპის განცხადებები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს აზიანებს. დარსალია აღნიშნავს, რომ გუშინ უკრაინის დროებით რწმუნებულს შეხვდნენ, სადაც ქართულმა მხარემ "შეშფოთება გამოთქვა" და ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენას კატეგორიულად მოითხოვა. "სამწუხაროა, რომ კვლავ მოვისმინეთ უკრაინული მხარის მიერ მსგავსი ტიპის განცხადება, მით უფრო იმის ფონზე, რომ საქართველომ ოფიციალურად მოითხოვა კონკრეტული მტკიცებულებების წარმოდგენა კონტრაბანდული ტვირთების საქართველოს ტერიტორიაზე შესაძლო გავლის თაობაზე. მსგავსი ტიპის განცხადებები ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებს აზარალებს, ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნების მიმართ მტრული ნარატივების გავრცელებას და აზიანებს ქვეყნების უსაფრთხოებას", — აცხადებს ის. დარსალია აღნიშნავს, რომ "უსაფუძვლო განცხადებებით დეზინფორმაციის ინსტრუმენტალიზაცია და ნარატივების გაჟღერება" ქვეყნებისა და ხალხის ინტერესებში არ შედის და გარე ძალებს დამატებითი პროვოკაციებისთვის უწყობს ხელს. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, საქართველომ დამაჯერებელი მტკიცებულებები უნდა წარმოადგინოს, რომ საქართველოს მთავრობა ხელს არ უწყობს რუსეთს კონტრაბანდული საქონლის შეტანაში.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)