|
2022-04-06 16:13:01, 1179 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს გენერალური პროკურორი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსს შეხვდა
საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსთან, ლელა ჯანაშვილთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი, იურიდიული სამმართველოს უფროსი ნათია გორგოძე და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, ოთარ ჩახუნაშვილი. ირაკლი შოთაძემ ლელა ჯანაშვილს თანამდებობაზე არჩევა მიულოცა და წარმატება უსურვა. შეხვედრის მონაწილეებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის როლზე, საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე, უწყებებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობასა და კოორდინაციის მექანიზმებზე ისაუბრეს. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა მომავალში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზაობა გამოხატეს.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)