|
2022-04-06 10:34:49, 742 ნახვა
საზოგადოება
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით დაფინანსებული სერვისების რიცხვი იზრდება
საყოველთაო ჯანდაცვას ახალი მომსახურებები დაემატება. ამ პროგრამით დაფინანსდება ზრდასრულთა და ბავშვთა რეაბილიტაცია, ინსულტის შემდგომი რეაბილიტაცია, სიმსივნის დიაგნოსტირების, თუ მკურნალობის ის სერვისები, რომლებსაც აქამდე რეფერალის პროგრამა ფარავდა, ან სამინისტრო საერთოდ არ აფინანსებდა. ამ თემაზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პირველ არხზე სტუმრობისას ისაუბრა. ზურაბ აზარაშვილის თქმით, საყოველთაო ჯანდაცვას იმ სერვისების დაფინანსება დაემატება, რომლებზეც, ბოლო წლებში, რეფერალის პროგრამაში ყველაზე დიდი მოთხოვნა იყო. „რეფერალის პროგრამა გამონაკლის შემთხვევებს აფინანსებს და მის მისაღებად სხვა პროცედურებია გასავლელი. შესაბამისად, წლების განმავლობაში ყველაზე მოთხოვნადი მომსახურებების საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დამატებით, ჩვენი მოქალაქეებისთვის, ბევრი სამედიცინო სერვისი გაცილებით ხელმისაწვდომი გახდება. ასეთი მომსახურებები საკმაოდ ბევრია. ამიტომ, განვიხილავთ, დამატებით, რომელი მათგანი უნდა შევიდეს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)