|
2022-04-05 17:35:27, 825 ნახვა
პოლიტიკა
იენს სტოლტენბერგი - რასაც ახლა ვხედავთ, არის სისასტიკე, პუტინს ადამიანის უფლებების მიმართ პატივისცემის ნაკლებობა აქვს
ის, რასაც ახლა ვხედავთ არის სისასტიკე, არის ომის მასშტაბები, რომელიც ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ გვინახავს და ეს უკიდურესი საშინელებაა, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს საერთაშორისო წესებისა და ადამიანის უფლებების მიმართ პატივისცემის ნაკლებობა აქვს. „ეს ომი იწვევს უკრაინელი ხალხის ტანჯვას, მაგრამ ამავდროულად ის ასევე საშიშია ყველა ჩვენგანისთვის. ჩვენ ვხედავთ პრეზიდენტ პუტინის საომარ ბუნებას, კანონის უზენაესობის, საერთაშორისო წესებისადმი პატივისცემის ნაკლებობას და ასევე ადამიანის სიცოცხლის ძირითადი უფლებების პატივისცემის ნაკლებობას. ის, რაც ხდება უკრაინაში რუსეთის მიერ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, უსაფრთხოებისთვის ყველაზე სერიოზული გამოწვევაა, ამან გამოიწვია ყოვლისმომცველი და ძლიერი პასუხი ნატო-ს ალიანსისგან. ჩვენ უზრუნველვყოფთ ნატო-ს მოკავშირეებს, მხარს ვუჭერთ უკრაინას და მრავალი წლის განმავლობაში მხარდაჭერას ვუწევთ უკრაინას. ნატო-ს მოკავშირეებმა გაწვრთნეს ათიათასობით უკრაინელი ჯარისკაცი, რომელთაგან ბევრი ახლა ფრონტის ხაზზეა და რუსი დამპყრობლების წინააღმდეგ იბრძვის“, - განაცხადა ნატო-ს გენმდივანმა.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)