23:59 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-04 10:13:30, 779 ნახვა

მსოფლიო
გენპროკურატურა - ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 161 ბავშვი დაიღუპა, 258-ზე მეტი კი დაშავდა

რუსეთის შეიარაღებული ძალების აგრესიას უკრაინაში, ომის დაწყებიდან დღემდე,  145 ბავშვი ემსხვერპლა, 222 კი, დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურის ოფისი ავრცელებს. 

გენერალურმა პროკურატურამ დაასახელა რეგიონები სადაც ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა. ჯამში ეს ციფრები ასე გამოიყურება: კიევში - 75, ხარკოვში - 59, დონეცკში - 78, ჩერნიგოვში - 49, ნიკოლაევში - 34, ჟიტომირში - 22, სუმში - 16, ხერსონში - 29.

დაბომბვების შედეგად დაზიანდა 869 სასწავლო დაწესებულება, მათგან 83 მთლიანად განადგურდა. ყველაზე მეტად დაზიანებულია დონეცკის, ხარკოვის, მიკოლაევის, ჟიტიმორის, სუმის, კიევისა და ხერსონის რეგიონები.

გენერალურ პროკურატურაში აღნიშნეს, რომ ეს მონაცემები აქტიური საომარი მოქმედებებიდან გამომდინარე საბოლოო არ არის.  





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
პირს, რომელიც გორში დედა-შვილს დაეჯახა, პატიმრობა შეეფარდა
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics