14:59 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-02 21:27:50, 843 ნახვა

პოლიტიკა
წინასწარი მონაცემებით, ბათუმში ქართული ოცნების კანდიდატმა 69% მიიღო, ენმ-ს კანდიდატმა – 31%

ცესკოს ინფორმაციით, ბათუმში საკრებულოს წევრის შუალედური არჩევნების წინასწარი მონაცემებით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა, მათე ფუთკარაძემ ხმების 31% მიიღო, ხოლო ქართული ოცნების კანდიდატმა, რამაზ ჯინჭარაძემ 69% მიიღო.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, 20:00 საათისთვის ბათუმში საარჩევნო ოლქებზე სულ 10 578 ამომრჩეველი მივიდა, აქტივობა 51.3%-ია.

დღეს, 2 აპრილს საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები იმართება. ამომრჩევლები რუსთავში საქართველოს პარლამენტის, ხოლო ბათუმში საკრებულოს მაჟორიტარს აირჩევენ. არჩევნებისთვის რუსთავსა და გარდაბანში 117, ხოლო ბათუმში 14 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებზე მიღება გრძელდება
სეს: 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაციის მცდელობა აღვკვეთეთ
2024 წელს სამტრედიაში მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა - გადაკვალიფიცირდა მუხლი
ვეფხია კასრაძე მადლობას უხდის თანამებძოლებს, ვინც დაბადების დღე მიულოცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics