04:46 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-01 13:15:03, 1233 ნახვა

რეგიონი
შუახევის მერი ომარ ტაკიძე, მერის სათათბირო ორგანოს - სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ახალ შემადგენლობას შეხვდა

შუახევის მერი ომარ ტაკიძე, მერის სათათბირო ორგანოს - სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ახალ შემადგენლობას შეხვდა. 

საბჭოს წევრები სხვადასხვა პროფესიის მოქალაქეები არიან, რომლების მერს ინიციატივებს, პროექტებს, რეკომენდაციებს წარუდგენენ და მუნიციპალიტეტის საქმიანობაში აქტიურად ჩაერთვებიან.

ომარ ტაკიძემ, საბჭოს წევრებს სრული ნდობა გამოუცხადა და წარმატებული თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.

შეხვედრაზე საბჭოს თავმჯდომარედ ვასო ხიმშიაშვილი, მდივნად - მზია გოგაძე აირჩიეს.

ისაუბრეს, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის პრიორიტეტებზე, ჯანდაცვისა და სოციალური მომართულებით მოქმედ პროგრამებზე და სამომავლო ღონისძიებებზე.

ყურადღება გამახვილდა სამოქალაქო მრჩეველთაა საბჭოს აქტიურ და ეფექტურ მუშაობაზე, ამ მიმართულებით საჭირო ღონისძიებების დაგეგმვის აუცილებლობაზე.

მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს - მრჩეველთა საბჭოს საქმიანობის მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობა, მათი ინტერესების წარმოდგენა, მერსა და მოსახლეობას შორის მჭიდრო ურთიერთობის უზრუნველყოფა.

შეხვედრას, მერის მოადგილეები მირიან აბაშიძე, გურამ ზოიძე და რუსუდან შავაძე ესწრებოდნენ.


 

 
 
 
 
 
 




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics