|
2022-04-01 10:39:13, 701 ნახვა
საზოგადოება
რუსთავში განსახლების მსურველი დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება გრძელდება
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო რუსთავში განსახლების მსურველი დევნილი ოჯახების განაცხადების მიღებას 20 მაისის ჩათვლით აგრძელებს. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, გეოგრაფიული არეალი გაფართოვდა და განაცხადის გაკეთება ახლა უკვე მთელი ქვეყნის მასშტაბით რეგისტრირებულ დევნილ ოჯახებს შეუძლიათ. მათივე ცნობით, ამასთან, 1-ლი აპრილიდან 20 მაისის ჩათვლით, სააგენტო რუსთავში განსახლების მოთხოვნით ვეტერანი დევნილებისა და მათი ოჯახების განაცხადების მიღებას იწყებს. „განაცხადების შევსება ქვეყნის მასშტაბით არსებულ ნებისმიერ იუსტიციის სახლსა და სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში მიმდინარეობს. სააგენტოს 2 ჰექტარი მიწის ნაკვეთი რუსთავში უკვე გადმოეცა, სადაც, უახლოეს მომავალში, 800 დევნილი ოჯახისთვის განკუთვნილი თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა დაიწყება,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)