|
2022-03-31 18:23:15, 685 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამში გამარჯვებული პროექტის ფარგლებში ყოფილი პატიმრები და პრობაციონერები ხის საწარმოში დასაქმდნენ
სოციალურ საწარმო „სხივში" ყოფილი პატიმრები და პრობაციონერები შშმ პირებთან ერთად ხეზე კვეთას და მხატვრულ დამუშავებას ეუფლებიან. დღეისათვის „სხივში" ხეზე მუშაობას 8 ბენეფიციარი სწავლობს და პროფესიული უნარების გამომუშავებასთან ერთად ანაზღაურებასაც იღებს. არასამთავრობო ორგანიზაცია ბენეფიციარებს ფსიქოლოგიურ სერვისებსაც სთავაზობს. პროექტი იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია და მისი დაფინანსებით ხორციელდება. დღეს სოციალურ საწარმო „სხივს" იუსტიციის მინისტრის მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი ესტუმრა და ადგილზე გაეცნო პროექტის მიმდინარეობას. პროექტის მიზანი ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და მათი პროფესიული უნარების განვითარების ხელშეწყობაა. სასწავლო კურსის დამთავრების შემდეგ ბენეფიციარების ნაწილი ამავე საწარმოში გააგრძელებს მუშაობას. გასულ წელს იუსტიციის სამინისტრომ საგრანტო პროექტი ადამიანის უფლებების გაძლიერების, ინოვაციური სერვისების დაგეგმვის და ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციის მიზნით გამოაცხადა და 14 გამარჯვებული პროექტი გამოავლინა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)