20:56 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-30 16:37:12, 641 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის პარლამენტმა მოსკოვის საპატრიარქოს აკრძალვის კანონპროექტი დაარეგისტრირა

უკრაინის პარლამენტში დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე მართლმადიდებლური ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს აკრძალავს.

დოკუმენტი ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს და მასში შემავალი ეკლესიების აკრძალვას ითვალისწინებს.

მოსკოვის საპატრიარქოს რელიგიურ თემებს, მონასტრებსა და რელიგიურ საგანმანათლებლო დაწესებულებებს  თავიანთი დაქვემდებარება კანონის ძალაში შესვლიდან 14 დღის განმავლობაში შეუძლიათ შეცვალონ.

„წმიდა მიძინების კიევ-პეჩერსკის ლავრა, წმინდა მიძინების პოჩაევის ლავრა, წმინდა მიძინების სვიატოგორსკის ლავრა და სხვა სახელმწიფო მნიშვნელობის არქიტექტურული ძეგლები, რომლებიც ეკუთვნის ან გამოიყენება მოსკოვის საპატრიარქოს მიერ, უნდა გახდეს სახელმწიფოს საკუთრება და მათ მიერ მიღებული გადაწყევტილებები გაუქმებულია“, - ნათქვამია დოკუმენტში.

კანონპროექტის მიხედვით, აკრძალული ეკლესიების მთელი საეკლესიო ქონების ნაციონალიზაცია კანონის მიღებიდან 48 საათში უნდა მოხდეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics