|
2022-03-30 15:03:18, 421 ნახვა
საზოგადოება
ჯუანშერ ბურჭულაძე საბერძნეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ საბერძნეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩს მარია თეოდორუს უმასპინძლა. - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის უწყება ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, თავდაცვის მინისტრმა ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების იმედი გამოთქვა. შეხვედრაზე ჯუანშერ ბურჭულაძემ ხაზი გაუსვა საქართველოსა და საბერძნეთს შორის მეგობრობასა და პარტნიორობას და მადლიერება გამოხატა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის. შეხვედრაზე უკრაინაში მიმდინარე ომზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ რუსეთის საომარმა მოქმედებებმა უკრაინის წინააღმდეგ შეცვალა ევროატლანტიკური უსაფრთხოების რეალობა. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს და ასევე, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებულ ინიციატივებზე ისაუბრეს. საუბარი შეეხო საბერძნეთის თავდაცვის მინისტრის ვიზიტს საქართველოში, რომელიც ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატში მიმდინარე წელს იგეგმება. შეხვედრას საბერძნეთის რესპუბლიკის ატაშე, პოლკოვნიკი ვასილიოს ლაგოგიანისი დაესწრო.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)