|
2022-03-29 15:29:56, 693 ნახვა
პოლიტიკა
ელენე ხოშტარია - ოკუპირებული ტერიტორიებიდან საქართველოს მოქალაქეების ომში ჩართვა, რუსეთის უმძიმესი დანაშაულია
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ბოლო დღეებში ვრცელდება საგანგაშო ინფორმაცია, რომ რუსი ოკუპანტები უკრაინაში, რუსულ აგრესიასა და ბოროტმოქმედებაში, რთავენ იქ მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს. - ამის შესახებ ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა. ხოშტარიას განცხადებით, ადგილობრივ მოსახლეობას აქვს შიში, რომ მალე ომში, ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჩვენი მოქალაქეების გაწვევა სავალდებულო გახდება. "საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბოლო დღეებში ვრცელდება საგანგაშო ინფორმაცია, რომ რუსი ოკუპანტები და მათი საოკუპაციო რეჟიმები უკრაინაში, რუსულ აგრესიასა და ბოროტმოქმედებაში, რთავენ იქ მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს. უკვე ვნახეთ კადრები, როგორ გაჰყავს რუსეთს ტექნიკა უკრაინაში ოკუპირებული ტერიტორიებიდან. ასევე მოდის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გაჰყავთ ადამიანებიც. ადგილობრივ მოსახლეობას აქვს შიში, რომ მალე ომში ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჩვენი მოქალაქეების გაწვევა სავალდებულო გახდება. ეს კატეგორიულად მიუღებელია, როგორც საერთაშორისო ისე ჩვენი სახელმწიფოს სამართლის და ასევე ადამიანურ დონეზე". – თქვა ხოშტარიამ. მისივე თქმით, ეს კატეგორიულად მიუღებელია. „პირველ რიგში, მინდა, მივმართო ყველას, მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ თანამოქალაქეებს. არ აქვს მნიშვნელობა, რა ურთიერთობა გვაქვს ახლა, საქართველოს არცერთი მოქალაქე არ გვემეტება საზარბაზნე ხორცად და რუსეთის ამ ბოროტმოქმედებაში მონაწილეობის მისაღებად. ეს ომი და ბოროტება სამართლიანად, რუსეთისათვის ძალიან მძიმედ, დასრულდება, ეს დაასვამს უდიდეს დაღს ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ამაში მიიღებს მონაწილეობას. ამიტომ მივმართავ აბსოლუტურად ყველა ადამიანს, მშობელს დაფიქრდით, რა გავლენას მოახდენს თქვენზე ამ ბოროტებაში თანამონაწილეობა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ძალიან ბევრ ადამიანს ეს არ უნდა. მათ უნდა იცოდნენ, რომ ჩვენს ტერიტორიაზე, საქართველოში, მათი უფლებები იქნება დაცული. რაც შეეხება საერთაშორისო სამართლებრივ განზომილებას, ეს არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 (წამებისა და არადაამიანური მოპყრობის აკრძალვა); მე-4 (მონობისა და იძულებითი შრომის აკრძალვა) და მე-5 (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება) მუხლების დარღვევა. ანუ შეგვიძლია, კონკრეტული საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმი ავამოქმედოთ, მივმართოთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს და დავიცვათ მათი უფლებები. გარდა იმისა, რომ მათ ჩვენს ტერიტორიაზე უნდა შევთავაზოთ მათი უფლებების დაცვა.
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
კალაძე აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე: სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არ ნიშნავს გინებას და შეურაცხყოფის მიყენებას
საქართველოს ბანკის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებზე მიღება გრძელდება
სეს: 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაციის მცდელობა აღვკვეთეთ
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)