|
2022-03-29 13:41:09, 991 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ზარქუა გიორგი ვაშაძეს - დაგმე სააკაშვილის განცხადება? ვერ, ერთი ადგილი არ გაქვს, ამიტომ ხარ ჭიჭე ვაშაძე
გუშინ რომ გამოვიდა „ნაცების“ ბელადი, უნდა ჩამოვაგდოთ მთავრობაო, დაგმე?! ვერ დაგმე, იმიტომ რომ არ გაქვს ერთი ადგილი, - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს. ზარქუას თქმით, მნიშვნელოვანია მშვიდობა და ერთიანობა, უკრაინაში ტრაგედია ხდება, თუმცა ქართველი დედების ხარჯზე ომის განეიტრალება მიუღებელია. „ჩვენი ოპოზიციიდან იყვნენ გამომსვლელები, მაგალითად ბატონი ვაშაძე ამბობდა, მშვიდობა და ერთიანობაო, დიახ გეთანხმებით, მშვიდობა და ერთიანობა და „არა ომს“, რისი რიტორიკაც ბოლო თვეების განმავლობაში იყო საქართველოში და ეს დადასტურდა უკრაინის მაღალჩინოსნის მხრიდანაც. მოგეწონათ? მივმართავ რადიკალურ ოპოზიციას, რომ გიყვართ ხოლმე ბრტყელ-ბრტყელი სიტყვები, კაცმა თქვა საკმარისია უკრაინაშიო და მართლა ტრაგედია ხდება და რუსეთი ოკუპანტი და აგრესორია, მაგრამ ქართველი დედების ხარჯზე განეიტრალება ამ პროცედურის, ამ ომის, ამ უბედურების და თქვენ ერთი ხმა არ ამოგიღით. არ ხართ გულწრფელი და იმიტომ. ერთიანობას რომ მოგვიწოდებთ ჩვენ და გუშინ რომ გამოვიდა „ნაცების“ ბელადი და თქვა, რომ დადგა ის დრო, ჩვენ უნდა ჩამოვაგდოთ მთავრობაო, ყველა უნდა გავერთიანდეთო - დაგმე? ვერ დაგმე, იმიტომ რომ არ გაქვს ერთი ადგილი რომ ეს გააკეთო, მაშინ იქნებოდი ნამდვილი პოლიტიკოსი, ამიტომ ხარ ჭიჭე ვაშაძე და ასე იქნები ბოლომდე“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
კალაძე აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე: სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არ ნიშნავს გინებას და შეურაცხყოფის მიყენებას
საქართველოს ბანკის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებზე მიღება გრძელდება
სეს: 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაციის მცდელობა აღვკვეთეთ
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)