|
2022-03-28 16:02:37, 815 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - საქართველოს ე.წ. ხელისუფლებამ სრული ფსონი დადო რუსეთის გამარჯვებაზე, ჩაგივარდათ კოვზი ნაცარში?!
საქართველოს ე.წ. ხელისუფლებამ სრული ფსონი დადო რუსეთის გამარჯვებაზე. აბა ვის გაუგია რუსეთმა წააგოს კაცო. ჩაგივარდათ კოვზი ნაცარში?!, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს მართავს არა მთავრობა, არამედ მოღალატეების ჯგრო, რომელიც ანადგურებს ხალხს. „მინდა ვთქვა, რომ ის, რაც უკრაინაში ხდება ერთი-ერთზეა იმისა, თუ რაც ხდებოდა 2007 წლის ნოემბერში. რამდენიმე თვით ადრე, რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე, პრეზიდენტ ზელენსკის ადგილობრივი ოლიგარქები გამოსვლებს უწყობდნენ, აჯანყებას, პოლიციას იწვევდნენ შეტაკებებზე. ეს არის კარგად დოკუმენტირებული ფაქტი. კანონიერ ქურდებს, ზუსტად ისე როგორც საქართველოში იყენებდნენ 7 ნოემბრის წინ აქაც, უკრაინაში იყენებენ. აიღეთ რა ხდება იქ და რა ხდება აქ. ეს სასამართლო საქმე სუფთა რუსული ისტორიაა, სუფთა რუსული ჰიბრიდული ოპერაციის გაგრძელებაა. მე აქ ვარ პუტინის პირადი ტყვე, რომელსაც პუტინი უგრძელებს და უსრულებს იმას, რაც ზელენსკიმ ვერ შეუსრულა. უკრაინა იმარჯვებს! საქართველოს ე.წ. ხელისუფლებამ სრული ფსონი დადო რუსეთის გამარჯვებაზე. აბა ვის გაუგია რუსეთმა წააგოს კაცო. ბორინკას ვერ წარმოუდგენია, რომ რუსეთმა შეიძლება დამარცხება იწვნიოს. ჩაგივარდათ კოვზი ნაცარში?! უკრაინა იმარჯვებს დიდი უპირატესობით. უკრაინა რუსებს თავის ტერიტორიიდან გამოყრის. მათ შორის ჩვენი 2000 მებრძოლის მონაწილეობით, რომლებიც იცავენ, მათ შორის საქართველოს ინტერესებს. საქართველოს მთავრობას მათზეც აქვთ აღძრული საქმეები, მათ შორის ჩემ საქმეებთან დაკავშირებით. იმ ჩვენ გმირებს, ვინც იცავენ უკრაინაში, ამ სასამართლო დარბაზში ელოდებიან, რათა თქვენ გაასამართლოთ. ეს არის კიდევ ერთი სამარცხვინო დადასტურება, რომ საქართველოს მართავს არა მთავრობა, არამედ მოღალატეების ჯგრო! საქართველოს მოღალატეების ბანდა, რომელიც ანადგურებს ჩვენ ხალხს. სხვა ახსნა არ აქვს“,- აღნიშნავს სააკაშვილი.
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
კალაძე აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე: სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არ ნიშნავს გინებას და შეურაცხყოფის მიყენებას
საქართველოს ბანკის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებზე მიღება გრძელდება
სეს: 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაციის მცდელობა აღვკვეთეთ
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)