|
2022-03-27 15:26:41, 880 ნახვა
საზოგადოება
რუსეთის სამხედრო აგრესიას 139 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა
უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის ცნობით, 27 მარტის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთში შეჭრის შემდეგ 139 ბავშვი დაიღუპა და 205-ზე მეტი დაშავდა. უწყების ცნობით, ბავშვები ყველაზე მეტად დაზარალდნენ კიევის ოლქში - 65, ხარკოვის ოლქში - 45, დონეცკის ოლქში - 53, ჩერნიგოვის ოლქში 38, ნიკოლაევის ოლქში - 29, ლუგანსკის ოლქში - 25, ზაპოროჟიეს ოლქში - 19, ხერსონის ოლქში - 21, დედაქალაქ კიევში - 16, ჟიტომირის ოლქში - 15, სუმის ოლქში - 14. რუსი აგრესორების მხრიდან თავდასხმებისა და დაბომბვის შედეგად, დაზიანდა 733 სასწავლო დაწესებულება, აქედან 74 მთლიანად განადგურდა. უმძიმესი მდგომარეობაა დონეცკში, ხარკოვში, მიკოლაევში, სუმის, კიევის, ხერსონის, ჩერნიგოვის რეგიონებში და ქალაქ კიევში. ცნობისთვის, მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)