07:45 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-25 17:32:56, 992 ნახვა

საზოგადოება
პროფესიული განვითარების საბჭოს შემადგენლობა განახლდა

პროფესიული განვითარების საბჭოს შემადგენლობა განახლდა. - ამის შესაებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინსიტრო ავრცელებს.

პროფესიული განვითარების საბჭო  თავისი ფუნქციებისა და უფლებამოსილებების ფარგლებში უზრუნველყოფს ექიმთა პროფესიული საქმიანობის საფუძვლიან და დეტალურ შესწავლას. განიხილავს პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხს, სამედიცინო პერსონალის შესაძლო გადაცდომებს, პროფესიულ პასუხისმგებლობებსა და არაკეთილსინდისიერ/არაეთიკურ, პაციენტთან შეუსაბამო მოპყრობის შემთხვევებს.

გამოვლენილი დარღვევების გათვალისწინებით საბჭო უფლებამოსილია სამედიცინო პერსონალს შეუწყვიტოს საქმიანობის უფლება ან შეუჩეროს ოპტიმალური ვადით, დაავალოს  პროფესიული რეაბილიტაციის კურსის გავლა და გასცეს წერილობითი გაფრთხილება. 

თებერვლის თვეში ჩატარებულ პროფესიული განვითარების საბჭოს სხდომაზე განხილულ იქნა 9 საკითხი.

საბჭოს გადაწყვეტილებით, 4 ექიმს  სახელმწიფო სერტიფიკატი გაუუქმდა.

სხვადასხვა ვადით შეუჩერდათ სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება კიდევ 4 ექიმს და დაევალათ პროფესიული რეაბილიტაციის კურსის გავლა. 14 ექიმს მიეცა წერილობითი გაფრთხილება.
პაციენტთათვის მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის, სამედიცინო გადაცდომებისა და არაპროფესიონალური ქმედებების აღკვეთის  მიზნით, პროფესიული განვითარების  საბჭო, კანონის სრული დაცვით  განაგრძობს თავისი უფლებამოსილებებისა და ფუნქციების განხორციელებას. საბჭოს სხდომა თვეში ერთხელ იმართება.
პროფესიული განვითარების საბჭოს განახლებული შემდგენლობა: https://www.moh.gov.ge/uploads/files/2022/25.03.22.pdf





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ამ კონფლიქტის ბუნება გაურკვეველია.“ ​​ტოკაევმა პუტინს მოუწოდა, შეეწყვიტა ომი უკრაინაში
ზუგდიდში სამხედრო მოსამსახურეს ეძებენ
სალომე ზურაბიშვილი- რეჟიმი ქვეყანას ვერ მართავს, მგონი რუსეთში გაიქცნენ
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics