04:45 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-25 12:42:14, 1362 ნახვა

რეგიონი
შუახევის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა

შუახევის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე ფატი ჭაღალიძე უძღვებოდა.

შეხვედრაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ,,გენდერული თანასწორობის საბჭოს 2022-2023 წლების სამოქმედო გეგმის" გაცნობა და შუახევის ,,მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს 2022-2023 წლების სამოქმედო გეგმით“ გათვალისწინებული საკითხების განხილვა და სამომავლო პერსპექტივებში ასახვა;

,,მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური ფინანსური მხარდაჭერის პროექტი". საბჭოს წევრებმა სამომავლოდ დაგეგმილ ღონისძიებებზე, აქტივობებსა და იმ მნიშვნელოვან გამოწვევებზე ისაუბრეს, რომელიც გენდერული საბჭოს მუშაობის პროცესში წამყვან როლს ასრულებს.

გენდერული თანასწორობის საბჭო არის მუნიციპალიტეტის სათათბირო–საკონსულტაციო ორგანო, რომელიც ,,გენდერული თანასწორობის შესახებ" საქართველოს კანონისა და საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად, განიხილავს მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის საკითხებს, შეიმუშავებს წინადადებებს ადგილებზე დისკრიმინაციისა და აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად შესაბამისი ღონისძიებების შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაციის მიზნით.


 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics