|
2022-03-25 11:34:21, 1119 ნახვა
სამართალი
ირაკლი შოთაძე - საპროკურორო საბჭოს, როგორც ინსტიტუტის არსებობა მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია პროკურატურის სისტემის განვითარების გზაზე
საპროკურორო საბჭოს, როგორც ინსტიტუტის არსებობა მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია ჩვენი სისტემის განვითარების გზაზე. სწორედ ამიტომაც, დღეს პროკურატურისთვის მართლაც მნიშვნელოვანი დღეა, რადგან პროკურორთა კონფერენციამ უნდა შეარჩიოს კონსტიტუციური ორგანოს - საპროკურორო საბჭოს ახალი პროკურორი წევრები, - ამის შესახებ პროკურორთა კონფერენციაზე საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ განაცხადა. „გარდა იმ ძირითადი ფუნქციისა, რაც საპროკურორო საბჭოს კონსტიტუციით აქვს, საპროკურორო საბჭოს პროკურორი წევრები მონაწილეობას იღებენ არანაკლებ მნიშვნელოვანი მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანოების მუშაობაში, რაც გულისხმობს პროკურატურის სტრატეგიულ განვითარებაში, თანამშრომელთა შერჩევა-დაწინაურების თუ დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხებში, სისხლის სამართლის პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობას" - აღნიშნა ირაკლი შოთაძემ. გენერალური პროკურორის თქმით, აუცილებელია მომავალში კიდევ უფრო გაიზარდოს საპროკურორო საბჭოს ჩართულობა პროკურატურის საქმიანობის მნიშვნელოვან მიმართულებებში და საბჭოს ფუნქციური დატვირთვა უფრო მრავალფეროვანი გახდეს, რაც საბოლოო ჯამში მოემსახურება პროკურატურის პროგრესსა და უწყების მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლებას. მისივე განცხადებით, საპროკურორო საბჭოს წევრობა დიდ პატივთან ერთად დიდი პასუხისმგებლობაცაა. მან მადლობა გადაუხადა საპროკურორო საბჭოს კანდიდატებს უმნიშვნელოვანეს პროცესში მონაწილეობისთვის და წარმატება უსურვა. საქართველოს პროკურორთა კონფერენციაზე, პროკურორები და პროკურატურის გამომძიებლები საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი 9 კანდიდატიდან, ფარული კენჭისყრით საპროკურორო საბჭოს 3 ახალ პროკურორ წევრს აირჩევენ. ღონისძიებას საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე, გენერალური პროკურორის მოადგილეები, საპროკურორო საბჭოს წევრები, საქართველოს პროკურატურის, ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)