|
2022-03-24 15:23:49, 749 ნახვა
მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი - აღარასდროს გვითხრათ, რომ ჩვენი ჯარი არ აკმაყოფილებს ნატო-ს სტანდარტებს, ჩვენ ვაჩვენეთ ჩვენი სტანდარტები
„აღარასდროს, არასოდეს გვითხრათ, რომ ჩვენი ჯარი არ აკმაყოფილებს ნატო-ს სტანდარტებს. ჩვენ ვაჩვენეთ, თუ რა შეუძლია ჩვენ სტანდარტებს და რამდენის გაცემა შეგვიძლია ევროპისა და მსოფლიოს საერთო უსაფრთხოებისთვის“, - ასე მიმართა ბრიუსელში, ონლაინფორმატით ჩართვის დროს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ NATO-ს სამიტის მონაწილეებს. მან უკრაინის ცის დახურვისაკენ დასავლელ პარტნიორებს კიდევ ერთხელ მოუწოდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ის რუსული გამოცემა იუწყება. „დიახ, მართალია, ჩვენ არ ვართ ალიანსში. არა ვართ მსოფლიოში, ყველაზე მძლავრ თავდაცვის ასოციაციაში. არცერთი 30 სახელმწიფოდან, რომელიც ექვემდებარება ერთობლივი თავდაცვის ქოლგას, მე-5 მუხლის ქოლგის ქვეშ [ნატოს ქარტიის კოლექტიური თავდაცვის შესახებ, თუ ალიანსის ერთ ქვეყანას თავს დაესხნენ]. ისეთი შეგრძნებაა, თითქოს ნაცრისფერ ზონაში ვართ. დასავლეთსა და რუსეთს შორის. მაგრამ ჩვენ ვიცავთ ყველა ჩვენს საერთო ღირებულებას თქვენთან ერთად. ჯერ კიდევ 24 თებერვალს, მოგმართეთ, სრულიად გასაგები, ლოგიკური თხოვნით. დაეხმარეთ ჩვენი ცის დახურვას. ნებისმიერ ფორმატში. დაიცავით ჩვენი ხალხი რუსული ბომბებისა და რაკეტებისგან. მკაფიო პასუხი ვერ მივიღეთ. უკრაინას არ გააჩნია ძლიერი რაკეტსაწინააღმდეგო იარაღი. რუსეთზე გაცილებით მცირე საჰაერო ძალები ჰყავს. ამიტომ, მათი უპირატესობა ცაში არის მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენება. დარწმუნებული ვარ, გესმით, რომ რუსეთი უკრაინაში გაჩერებას არც ფიქრობს და არც აპირებს. მას სურს უფრო შორს წასვლა, ნატო-ს აღმოსავლელი წევრების წინააღმდეგ. ბალტიისპირეთის ქვეყნები, პოლონეთი - ეს უდავოა. ნატო მერე შეწყვეტს ამაზე ფიქრს, გადარჩება, როგორი რეაქცია ექნება რუსეთს? ვინ შეიძლება იყოს ამაში დარწმუნებული? თქვენ შეგიძლიათ მოგვცეთ თქვენი მთელი თვითმფრინავის ერთი პროცენტი. თქვენი ყველა ტანკის ერთი პროცენტი. ერთი პროცენტი! ჩვენ არ შეგვიძლია ეს უბრალოდ ვიყიდოთ - ასეთი მიწოდება პირდაპირ დამოკიდებულია მხოლოდ ნატოს [პოლიტიკურ] გადაწყვეტილებაზე. კიდევ ერთხელ გთხოვთ, აღარასდროს, არასოდეს გვითხრათ, რომ ჩვენი ჯარი არ აკმაყოფილებს ნატო-ს სტანდარტებს. ჩვენ ვაჩვენეთ, თუ რა შეუძლია ჩვენ სტანდარტებს და რამდენის გაცემა შეგვიძლია ევროპისა და მსოფლიოს საერთო უსაფრთხოებისთვის“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე ხარაჩო ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა, ის გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)