|
2022-03-24 08:52:20, 1976 ნახვა
საზოგადოება
გია ბერიაშვილი და დავით რატიანი საქართველოში ჩამოასვენეს - ვიდეო
უკრაინაში, პუტინის ომში დაღუპული ქართველი სამხედროები, გია ბერიაშვილი და დავით რატიანი საქართველოში ჩამოასვენეს. აეროპორტის მიმდებარედ მათი ოჯახის წევრები და მეგობრები, ასევე მოქალაქეები იყვნენ შეკრებილები, რომლებიც დაღუპულ გმირებს პატივი მიაგებეს. შესრულდა საქართველოს და უკრაინის ჰიმნები, მოქალაქეებმა მუხლი მოიყარეს რუსი ოკუპანტების მსხვერპლების წინაშე. აეროპორტთან ქართველი გმირების დასახვედრად საქართველოს პრეზიდენტიც მივიდა. ბერიაშვილი და რატიანი 17 მარტს ქალაქ ირპენში რუსულმა ჭურვებმა შეიწირა. მათი ცხედრები ჯერ უკრაინიდან ვარშავაში, იქიდან კი თბილისში გადმოასვენეს. როგორც ცნობილია, ორივე მათგანს სამხედრო პატივით დაკრძალავენ. უკრაინაში რამდენიმე დღის წინ, მარიუპოლში დაიღუპა კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბახვა ჩიქობავა. მისი ცხედრის გადმოსვენების საკითხი ჯერ უცნობია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)