|
2022-03-23 14:26:18, 859 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერიამ საცხოვრებელი ფართი კიდევ ერთ ოჯახს გადასცა
თბილისის მერიამ, უსახლკაროების პროგრამის ფარგლებში, საცხოვრებელი ფართით კიდევ ერთი ოჯახი დააკმაყოფილა. დედაქალაქის მერი კახა კალაძე გლდანის რაიონში გვეტაძეების ხუთსულიან ოჯახში იმყოფებოდა და მათ საცხოვრებელი სახლის მიღება მიულოცა. „დღეს გვეტაძეების ოჯახს საცხოვრებელი ფართი გადავეცით. ვულოცავ მათ და წარმატებებს ვუსურვებ. ჯამში, საცხოვრებლით ათი ოჯახი დაკმაყოფილდა. ასევე, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამ სტატუსის მინიჭებას ელიან. მათ არ იციან, რა არის ამისთვის საჭირო. ამ შემთხვევაში, უნდა მიმართონ შესაბამისი რაიონის გამგეობებს ან მუნიციპალიტეტის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს. აქ აუხსნიან, უსახლკაროს სტატუსის მისაღებად რა დოკუმენტაციაა საჭირო“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერიამ უსახლკაროების პროგრამის ფარგლებში, ამ ეტაპზე, საცხოვრებელი ფართით 10 ოჯახი უზუნველყო. მომდევნო წლების განმავლობაში, ბინებით 400 თბილისელი უსახლკარო ოჯახი დაკმაყოფილდება. თბილისის მერთან ერთად ადგილზე გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი იმყოფებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)