16:23 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-22 21:52:55, 798 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ის მაღალჩინოსანი - აშშ-ს აქვს „ნათელი მტკიცებულება“, რომ პუტინის ჯარები საავადმყოფოებსა და თავშესაფრებს მიზანმიმართულად უმიზნებდნენ

შეერთებულ შტატებს აქვს „მკაფიო მტკიცებულება“, რომ რუსეთის ძალები „განზრახ და მიზანმიმართულად უმიზნებდნენ სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, საავადმყოფოებსა და თავშესაფრებს“, ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მაღალჩინოსანმა განაცხადა.

მისივე თქმით, შეერთებულმა შტატებმა ასევე, რუსეთის ძალების ისეთი ქმედებები დაინახა, რომლებიც ასევე, ომის დანაშაულს წარმოადგენს.

ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია მრავალ მიმდინარე გამოძიებას „მტკიცებულებების მიწოდებაში ეხმარება“.

„ადმინისტრაცია დაეხმარება მტკიცებულებების მიწოდებაში არაერთ მიმდინარე გამოძიებას. ჩვენ ვხედავთ აშკარა მტკიცებულებას, რომ ისინი სამხედრო დანაშაულებს სამოქალაქო ობიექტებსა და უკრაინელ ხალხზე განურჩეველი და განზრახ თავდასხმების გზით სჩადიან“, - განაცხადა მაღალჩინოსანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე ხარაჩო ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა, ის გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics