|
2022-03-22 20:07:29, 934 ნახვა
ეკონომიკა
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე - აქტიურად ვმუშაობთ, რომ საქართველოში შეიქმნას პროდუქტის ლაბორატორიული ინფრასტრუქტურა ევროპული ან საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, გენადი არველაძის განცხადებით, ევროკავშირის ბაზარზე წვდომაში კერძო სექტორის, მათ შორის მცირე და საშუალო მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, მთავრობა აქტიურად მუშაობს DCFTA-ის მოთხოვნების შესაბამისი ხარისხის ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით. „საქართველოში ლაბორატორიების უმეტესობას არ აქვს შესაძლებლობა ჩაატაროს ტესტირება რეგულირებულ სფეროებში ევროპული ან საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. ამ გამოწვევის დასაძლევად პირველი ნაბიჯი უკვე გადაიდგა, კერძოდ, ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის - AA Facility-ის მხარდაჭერით, ვატარებთ კვლევას, რომელიც შეაფასებს შესაბამისობის შეფასების შესაძლებლობებს საქართველოში. აღნიშნული კვლევა გამოყოფს იმ პრიორიტეტულ მიმართულებებს, რომლებზეც უნდა კონცენტრირდეს სახელმწიფო, რათა შეიქმნას საჭირო ლაბორატორიული ინფრასტრუქტურა საქართველოში. ვიმედოვნებთ, რომ კვლევის შედეგები კარგ საფუძველს შექმნის ევროკავშირისა და საერთაშორის დონორების მომავალი ფინანსური დახმარების მოსაზიდად" - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. საქართველოს პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე გაკეთებულ მოხსენებაში გენადი არველაძემ ასევე ყურადღება გაამახვილა ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების სფეროში მიღწეულ შედეგებზე და განაცხადა, რომ DCFTA-ით გათვალისწინებული დაახლოების ვალდებულებებიდან საქართველოს კანონმდებლობა უკვე დაახლოებულია ევროკავშირის 12 საკანონმდებლო აქტთან (სულ ვალდებულებაა დავუახლოვდეთ 20 EU აქტს). მისივე შეფასებით, ეს პროცესი აქტიურად მიმდინარეობს სამომხმარებლო და ინდუსტრიული პროდუქტების იმპორტისას ბაზარზე ზედამხედველობის შეუფერხებელი ადმინისტრირების, სტანდარტებისა და მეტროლოგიის, აკრედიტაციის, სანიტარული და ფიტოსანიტარული, ინტელექტუალური საკუთრების, სახელმწიფო შესყიდვების, ვაჭრობაში დაცვითი ზომების, კონკურენციისა და სხვა მნიშვნელოვან სფეროებში.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)