|
2022-03-22 14:17:14, 790 ნახვა
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი - სასამართლო სხდომაზე სააკაშვილმა პირველმა თქვა ნეიტრალიტეტის საკითხი და შემდეგ გაიშალა პოლიტიკოსების მხრიდან
17 მარტს სასამართლო სხდომაზე მიხეილ სააკაშვილმა პირველმა თქვა ნეიტრალიტეტის საკითხი და ამის შემდეგ ისე გაიშალა პოლიტიკოსების თუ გარკვეული ე.წ. სპიკერების მხრიდან სოცმედიაში, თითქოს ეს არის განხილვის საკითხი, ვხედავთ რამხელა ემოციებზე გადის მათ შორის მედიაში, არადა, საკითხი საერთოდ არ დგას - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა. როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, დეზინფორმაციული კამპანიის და ჰიბრიდული ომის ერთერთი მიზანი სწორედ ეს არის, რომ შემცირდეს ნდობა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ, მოსახლეობაში გამყარდეს დაბნეულობა. მისივე თქმით, ჩვენ ვნახეთ მთელი კამპანია, რომელშიც სამწუხაროდ პარლამენტის წევრებიც იყვნენ ჩართული ოპოზიციის, ამ შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მხრიდან. „ყველამ ვიცით, რომ დეზინფორმაციული კამპანიის და ჰიბრიდული ომის ერთერთი მიზანი სწორედ ეს არის, რომ შემცირდეს ნდობა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ, მოსახლეობაში გამყარდეს დაბნეულობა. ჩვენ ვნახეთ მთელი კამპანია, რომელშიც სამწუხაროდ პარლამენტის წევრებიც იყვნენ ჩართული ოპოზიციის მხრიდან, ამ შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მხრიდან. მაგალითად, როდესაც საუბარი იყო რუსულ სკოლებსა თუ სექტორზე, თითქოს პარლამენტმა რაღაც პროექტი განიხილა, პირდაპირ პარლამენტის წევრები ავრცელებდნენ ამ ტყუილს, მეორე - გუშინ თუ გუშინწინ იყო მოქალაქობის შესახებ კანონში თითქოს რაღაც ცვლილება შედის, პირდაპირ მიმართული დეზინფორმაცია - ესეც ტყული, მესამე - რაც შეეხება იმპიჩმენტის საკითხი იყო თუ არა, მაშინ კითხვაზე დასმული პასუხი იყო შემდეგი ირაკლი კობახიძის მხრიდან, რომ თუკი სიმართლეა, რაც პრეზიდენტმა თქვა, გამოდის, რომ მას კონსტიტუცია დაურღვევია და ჩვენ ამ საკითხში გავერკვევით. შემდეგ ხდება ამის ასე შეფუთვა, რაც ასევე ნაწილია დეზინფორმაციული კამპანიის, სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობის შემცირების და მოსახლეობაში დაბნეულობის გამოწვევის კუთხით, და ბოლოს ნეიტრალიტეტის საკითხი, რომელიც ასევე ბატონმა გიორგიმ ახსენა და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, საიდან დაიწყო. 17 მარტს, სასამართლოს სხდომაზე მიხეილ სააკაშვილმა პირველმა თქვა ეს საკითხი და იმის შემდეგ ისე გაიშალა პოლიტიკოსების თუ გარკვეული ე.წ. სპიკერების მხრიდან სოცმედიაში, თითქოს ეს არის განხილვის საკითხი და ვხედავთ რამხელა ემოციებზე გადის მათ შორის მედიაში, არადა, საკითხი საერთოდ არ დგას“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
ენმ-ში ყრილობა დასრულდა, შეიქმნა დროებითი მმართველობის საბჭოს ორგანო, ფავლენიშვილის ხელმძღვანელობით
მიქანაძე : მშობელი თუ არ ჩააცმევს ბავშვს ფორმას, იქნება კონკრეტული მექანიზმები, რაც შეიძლება ამოქმედდეს
მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში - განაცხადების მიღება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)