|
2022-03-21 14:44:38, 751 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგია - სახელმწიფო ორი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას იწყებს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის შემდეგ, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო ორი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას იწყებს; ერთი, ეს არის ერთწლოვანი კულტურების მოყვანის დაფინანსება - მიმდინარე წელს, სახელმწიფო ერთწლოვანი კულტურების მოყვანის დაფინანსებას განახორციელებს და მეორე - ახალი პროექტი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის; პროექტის ფარგლებში, კოოპერატივების მიერ წარმოებული პროდუქციის თანამედროვე სტანდარტით შენახვის და, შესაბამისად, რეალიზაციის ხელშეწყობისთვის, შემნახველი საწარმოების ინფრასტრუქტურის შექმნის შემთხვევაში, კოოპერატივებს გაწეული დანახარჯის 80% დაუფინანსდებათ. „ჩვენ წლების განმავლობაში ვახორციელებთ ძალიან მნიშვნელოვან მხარდამჭერ პროგრამებს, რომელიც მიმართულია სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ღირებულებათა ჯაჭვის სხვადასხვა რგოლის განვითარების ხელშეწყობისთვის, როგორიც არის მრავალწლოვანი კულტურების ბაღების გაშენება, ტექნიკის მიმართულებით მხარდაჭერა, შემნახველი და გადამმუშავებელი მეურნეობების შექმნა, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და ა.შ., რაც, საბოლოო ჯამში, აისახება იმაში, რომ, დაახლოებით, 4.5 მილიარდი ლარის ინვესტირება არის სექტორში განხორციელებული ამ პროექტების შედეგად, რომლის დიდი ნაწილი მოდის კერძო ინვესტიციებზე, რაც მნიშვნელოვანია დარგის შემდგომი განვითარებისთვის“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)