|
2022-03-21 04:00:43, 673 ნახვა
პოლიტიკა
ზელენსკი - ჩვენი ჯარისკაცები ეხმარებიან რუს სამხედროებს, რომ უფლის სამსჯავროსკენ გზა იპოვონ
ჩვენი ჯარისკაცები ეხმარებიან რუს სამხედროებს, რომ უფლის სამსჯავროსკენ გზა იპოვონ - ამის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტმა ვლოდიმერ ზელენსკიმ განაცხადა. "უკვე 25 დღე მიიწურა, რაც რუსი სამხედროები სწავლებაზე წავიდნენ და შემთხვევით ჩვენს ტერიტორიაზე აღმოჩნდნენ. თითოეული მათგანი ასე ამბობს, როდესაც ტყვედ ვარდება. უკვე 25 დღეა, რუსი სამხედროები მათ მიერ მოგონილ "უკრაინელ ნაცისტებს" ეძებენ და ვერ პოულობენ. იმ ადამიანებს, ვისგანაც უკრაინელების დაცვა უნდოდათ. ასევე ეძებენ იმ უკრაინელებს, რომლებიც ყვავილებით დახვდებოდნენ, თუმცა ვერც მათ მიაგნეს. ამასთან, ყველაზე მთავარი ისაა, რომ რუსი სამხედროები სახლის გზას ვერაფრით აგნებენ და ჩვენი ჯარისკაცები მათ ღვთის სასამართლოს წინაშე წარდგენაში ეხმარებიან. სადაც ისინი დარწმუნებული ვარ, მხოლოდ და მხოლოდ სასჯელს მიიღებენ. სასჯელს, რომელიც მუდმივად სარდაფში, ბომბების ქვეშ, შიმშილში, უწყლობასა და სიცივეში ყოფნას გულისხმობს. ეს ყველაფერი მათ მიეზღვებათ იმისათვის, რაც უკრაინელების, მშვიდობიანი მოქალაქეების წინაშე ჩაიდინეს. დღეს მტერმა მარიუპოლის ერთ-ერთი სკოლა დაბომბა, სადაც თავს ადამიანები აფარებდნენ. არც სკოლაში და არც მის სიახლოვეს უკრაინული სამხედრო პოზიცია გამაგრებული არ ყოფილა, პირიქით, იქ 400-მდე მშვიდობიანი მოქალაქე იყო, უმეტესობა ქალები და ბავშვები. ისინი ნანგრევების ქვეშ არიან მოყოლილი. ამ დრომდე არ ვიცით რამდენია ცოცხალი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ პილოტს, რომელმაც ეს ბომბი ჩამოაგდო, აუცილებლად ვიპოვით და დავსჯით ისევე როგორც სხვა პილოტებს, რომლებმაც მშვიდობიანი მოქალაქეები დახოცეს." - განაცხადა ზელენსკიმ.
ქარელის და მასრნერულის საბავშვო ბაღებში ბავშვებს საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცს აჭმევდნენ
ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ვალენსიაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
არქიმანდრიტი დოროთე - შიო მესამეს თავისი დარღვეული სწავლება სისრულეში მოჰყავს
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)