|
2022-03-20 14:34:22, 843 ნახვა
საზოგადოება
უხვმა ნალექმა და დაბალმა ტემპერატურამ დედაქალაქს პრობლემები შეუქმნა - საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეფერხებით გადაადგილდება
თბილისის მერიის განცხადებით, უხვმა ნალექმა და დაბალმა ტემპერატურამ დედაქალაქს პრობლემები შეუქმნა. შპს „თბილსერვის ჯგუფი“ მუშაობას საგანგებო რეჟიმში განაგრძობს. თბილისის მასშტაბით, 24 საათის განმავლობაში, უწყვეტად მუშაობს შესაბამისი ტექნიკა. გზის გაწმენდა და ტექნიკური მარილის დაყრა ცენტრალურ და შიდა გზებზე მიმდინარეობს. სამუშაოებში ასევე ჩართულნი არიან დედაქალაქის რაიონული გამგეობები. ბოლო დღეების განმავლობაში, 4 000 ტონაზე მეტი ტექნიკური მარილი დაიყარა თბილისის ათივე რაიონსა და შემოერთებულ ტერიტორიებზე: ტაბახმელაში, კოჯორში, შინდისში, კიკეთში, სამადლოში, წყნეთში, წავკისში, ბეთანიაში, ახალდაბაში, დიდგორსა და სოფელ თელოვანში. ინტენსიური თოვის გამო, გზებზე შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, შეფერხებით გადაადგილდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი. მუნიციპალური ავტობუსების მომსახურება, ამ დროისთვის, სრულად არის შეჩერებული შემდეგ მარშრუტებზე: N4 ბარათაშვილი - წავკისი ნაწილობრივი შეზღუდვებია და ბოლო გაჩერებამდე ვერ მიდის ავტობუსები შემდეგ მარშრუტებზე: N6 ბარათაშვილი - პოლიტკოვსკაიას ქ. თბილისის მერია თხოვნით მიმართავს მოსახლეობას, ცენტრალურ ქუჩებში იმოძრაონ მხოლოდ ზამთრის საბურავებით აღჭურვილი ავტომანქანებით, ხოლო შემოერთებულ ტერიტორიებსა და პრობლემურ მონაკვეთებზე, მაღალი გამავლობის ავტომანქანების გარდა, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან. პრობლემის არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე - 2 61 90 50 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე - 2 72 22 22.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)