|
2022-03-20 12:47:41, 927 ნახვა
პოლიტიკა
ზელენსკი - ალყაში მოქცეული, წამებული მარიუპოლი ისტორიაში შევა
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ღამის გამოსვლის კიდევ ერთი ნაწილი ფართოდ გავრცელდა უცხოურ მედიაში. მან მარიუპოლში სამხედრო მოქმედებებს ტერორი უწოდა, რომელიც ისტორიაში დარჩება. "ალყაში მოქცეული, წამებული მარიუპოლი დარჩება ომის დანაშაულებებზე პასუხისმგებლობის ისტორიაში. ამის გაკეთება მშვიდობიან ქალაქში, რაც გააკეთეს ოკუპანტებმა, არის ტერორი, რომელიც გაახსენდება მთელს მსოფლიოს მომავალ საუკუნეებშიც. რაც უფრო მეტს უკრაინელები ეტყვიან მსოფლიოს, რაც უფრო მეტ მხარდაჭერას ვპოულობთ. რაც უფრო მეტად გამოიყენებს რუსეთი ტერორს უკრაინის წინააღმდეგ, მით უარესი შედეგები მოჰყვება რუსეთის ყოფას“, - განაცხადა მან. რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მარიუპოლის სამხატვრო სკოლას, სადაც 400-მდე მოქალაქე იმალებოდა, ბომბები დაუშინეს. ამის შესახებ მარიუპოლის საკრებულო Telegram-ში იტყობინება. მათი ცნობით, შენობას თავს ბავშვები, ქალები და ხანდაზმულები აფარებდნენ, რომლებიც ამ დრომდე ნანგრევებში რჩებიან. „რუსმა ოკუპანტებმა ბომბები ჩამოაგდეს მარიუპოლის მარცხენა სანაპიროს ოლქის G12 ხელოვნების სკოლასთან, სადაც 400-მდე მარიუპოლის მცხოვრები იმალებოდა - ქალები, ბავშვები და ხანდაზმულები. შენობა დანგრეულია. ხალხი ნანგრევების ქვეშ რჩება. მსხვერპლის რაოდენობის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება", - ნათქვამია განცხადებაში. ამ კვირაში ომის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა იყო მარიუპოლში დრამატული თეატრის შენობის დაბომბვა და ფაქტობრივი განადგურება, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე იმალებოდა. უკრაინამ დაბომბვაში რუსეთი დაადანაშაულა. მაშინ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უარყო მონაწილეობა საჰაერო თავდასხმაში - მოსკოვი ამტკიცებს, რომ ეს იყო აზოვის ბატალიონის "პროვოკაცია", რომლის მებრძოლებმა, სავარაუდოდ, ააფეთქეს მათ მიერ დანაღმული შენობა.
ქარელის და მასრნერულის საბავშვო ბაღებში ბავშვებს საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცს აჭმევდნენ
ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ვალენსიაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
არქიმანდრიტი დოროთე - შიო მესამეს თავისი დარღვეული სწავლება სისრულეში მოჰყავს
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)